Monday, September 16, 2013

...

გაკვეთილის მთავარი თემა
არქიმედეს კანონი
მასწავლებლის სახელი,გვარი
ზაალ თუთბერიძე
სწავლების საფეხური
VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
18 მოსწავლე.კლასში განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე ბავშვი არ არის
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები გაიგებენ სითხეში ჩაძირულ სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალის განსაზღვრას,ასევე დაეუფლებიან ექსპერიმენტის დაგეგმვასა და ჩატარებას.მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ექსპერიმენტის შედეგის  რაოდენობრივი (მათემატიკური) აღწერა
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა უნდა იცოდეს სითხეში წნევის ძალის განსაზღვრა,ძალების ტოლქმედის გამოთვლა
შეფასების საგანი და პროცედურები
დავაკვირდები მოსწავლეთა ჩართულობას ჯგუში მუშაობისას,მათ დაინტერესებას არსებული საკითხით.პრეზენტატორებსა აქტიურ მოსწავლეებს შევაფასებ განმსაზღვრელი შეფასებით,ხოლო მოსწავლეებს რომელთაც გაუჩნდება უფრო ღრმა ძიების სურვილი განმავითარებელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სასწავლო სახელმძღვანელო,პლაკატები, შტატივი,კოლბა,მენზურა,დინამომეტრი,წყალი,კომპიუტერი და პროექტორი
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
I ეტაპი-პროვოცირება 10 წუთი(მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ რა არის სითხეში წნევის ძალა და ძალთა ტოლქმედი)                                                                                            II ეტაპი-ცდის ჩატარება და მიღებული შედეგის  მათემატიკური ანალიზი                                                                    Iჯგუფი-ცდის ჩატარება,  IIჯგუფი-მათემატიკური ანალიზი(ფორმულის დადგენა)  20 წუთი                                      III ეტაპი- პრეზენტაცია,გაკვეთილის შეჯამება 13 წუთი,საშინაო დავალება    2 წუთი